კინოთეატრ „ამირანში“ 6 „ოსკარის“ ნომინანტი ფილმის – „ბაჭია ჯოჯოს“ პრემიერა გაიმართება

23 იანვარს კინოთეატრი „ამირანი“ 6 „ოსკარის“ ნომინანტ ფილმს – „ბაჭია ჯოჯოს“ უმასპინძლებს. „ამირანის“ ინფორმაციით, 23 იანვარს საქართველოში ამ ფილმის პრემიერა გაიმართება.
სეანსები: 15:00;  19:45;  22:15.
სკარლეტ იოჰანსონი „ბაჭია ჯოჯოში“ შესრულებული როლისთვის „ოსკარზეა“ ნომინირებული.
რეჟისორი: ტაიკა ვაიტიტი; როლებში: რომან გრიფინ დევისი, სკარლეტ იოჰანსონი, ტომასინ მაკენზი.
სატირული დრამაში მოვლენები მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. ფილმი ათი წლის ჯოჯო ბეტცლერზე (რომან გრიფინ დევისი) მოგვითხრობს, რომელსაც მარტოხელა დედა (სკარლეტ იოჰანსონი)  ზრდის.
ჯოჯოს მეგობრები არ ჰყავს და გამოგონილ მეგობარს იჩენს, რომელიც… ადოლჰ ჰიტლერია. თუმცა ჯოჯოს გამოგონილი მეგობარი ნამდვილ ფიურერს არაფრით არ ჰგავს.  ბიჭი ნაცისტური იდეებით სულ უფრო შეპყრობილი ხდება, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც აღმოაჩენს, რომ დედა სახლში ებრაელ გოგონას – ელზა კორის (ტომასინ მაკენზი) მალავს.

 


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები