თეა ნოზაძის პერსონალური გამოფენა – „დაბადება“ გაიხსნება

 24 იანვარს, 14:00 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართება აღნიშნული სასწავლებლის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის 2019 წლის კურსდამთავრებულის – თეა ნოზაძის პერსონალური გამოფენა – „დაბადება“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი თეა ნოზაძის ნამუშევრები, ძირითადად, ავტორისვე ლექსების დასურათებაა. მისგან შერჩეული სახელწოდება „დაბადება“ კი იმას გულისხმობს, რომ  ყოველი ნამუშევარი ავტორის მიერ ახალი ხედვის აღმოჩენად, ახლებურ დაბადებად მოიაზრება.
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია უყურადღებოდ არ ტოვებს ნიჭიერ სტუდენტებსა თუ კურსდამთავრებულებს და ცდილობს, საზოგადოებას გააცნოს ისინი.
თეა ნოზაძე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის 2019 წლის კურსდამთავრებულია.  სამი პერსონალური გამოფენის ავტორი: თეატრისა და კინო უნივერსიტეტში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს უნივერსიტეტში. 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მან მონაწილეობა მიიღო გერმანიაში გამართულ ევროპის საერთაშორისო გამოფენაში, რომელშიც უფროს ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და გადაეცა „ხელოვნების ახალგაზრდობის პრიზი“.
გამოფენა 26 იანვრის ჩთვლით გასტანს.

მის: სიონის ქ. N8 (ქარვასლის შენობა), თბილისის ისტორიის მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები