„გაიცანი ხევსურეთი“ – ეროვნული ბიბლიოთეკა გამოფენას, პოეზიისა და ფოლკლორის საღამოს უმასპინძლებს

23 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ღონისძიებათა კვირეული – „გაიცანი ხევსურეთი“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, 15:00 საათზე გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ხევსურული ნაქარგები და ფოტოგრაფიული ნამუშევრები, მონაწილეობას მიიღებენ: ბაბუა ალუდაური, სანათა გიგაური.
16:00 საათზე ქარგვის მასტერკლასს ჩაატარებს სანათა გიგაური.
17:00 საათზე გაიმართება პოეზიისა და ფოლკლორის საღამო. მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი არაბული, ტარიელ ხარხელაური, მამუკა ოჩიაური, გელა დაიაური, დები ზვიადაურები, გიორგი გოგოჭური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები