ეროსი მანჯგალაძის 95 წლისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება
26 იანვარს, 19:00 საათზე, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის ორგანიზებით, „ახალ საკონცერტო დარბაზში, ბელიაშვილზე“, ეროსი მანჯგალაძის 95 წლისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პერფორმანსში გაცოცხლდება ეროსი მანჯგალაძის ცხოვრებისეული ამბები, მსახიობის ფილმებიდან და სპექტაკლებიდან სიმღერებს შეასრულებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები.
საღამოს სპეციალური სტუმარი იქნება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა.
იდეის ავტორი და წამყვანი – თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე.
მონაწილეობენ: ნუკრი კაპანაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, ანსამბლი „რუსთავი“, თეატრალურის კვარტეტი.