დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმის კომპლექსის რესტავრაცია მიმდინარეობს

დაბა სტეფანწმინდაში, ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის – ისტორიული მუზეუმის შენობის, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალექსანდრე ყაზბეგის ბიძა) სახლის რესტავრაცია მიმდინარეობს.
კულტურული მემკკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოებს შპს „იკორთა 2007″ აწარმოებს.
სარესტავრაციო სამუშაოები 2019 წლის ნოემბერში დაიწყო და 2021 წლის ნოემბერში  უნდა დასრულდეს.
დღეს, მწერლისა და დრამატურგის, ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან  172 წელი შესრულდა.

ფოტო: www. 1tv.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები