მთავარი პროკურორობის კანდიდატი: თუ ირაკლი შოთაძეს აირჩევენ, გადაწყვეტილებას სასამართლოში გავასაჩივრებ

მთავარი პროკურორობის კანდიდატი კობა კობახიძე აცხადებს, რომ თუ საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატებიდან მხარს ირაკლი შოთაძეს დაუჭერს, გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამის შესახებ კობახიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.

„გამოვიდა პარლამენტარი გოცირიძე და ჩვენ, შოთაძის გარდა, სხვა კანდიდატებს მოგვიწოდა, გამოიტანეთ განცხადებები, თორემ ამ ხელისუფლების უკანონობის გარკვეული ლეღვის ფოთოლი იქნებითო. მე შევუბრუნებ კითხვას: თავად სააკაშვილის ლეღვის ფოთოლია? ვიცი, რომ წესიერი კაცია და ვიღაცას ეფარება? ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. საინტერესოა, სახალხო დამცველი რატომ არ გამოხატავს პოზიციას აქამდე, როცა ირღვევა კონსტიტუციის 65-ე მუხლი. იქ წერია 6 წლის ვადით შეიძლება დამტკიცდეს მთავარი პროკურორიო. შოთაძე უკვე გამწესებული იყო 6 წლის ვადით, თითქმის 2 წელი იმუშავა, თუ კვლავ მოხდება მისი წარდგენა, გამოვა უკვე 8 წლამდე. ეს უკვე დარღვევაა. ორგანულ კანონში წერია, რომ ორჯერ წარდგენის უფლებაც არ აქვთ. ახლა შოთაძის მეორედ წარდგენა ხდება. ეს ყოვლად უკანონოა. თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს საპროკურორო საბჭო , მე ვიჩივლებ როგორც სისხლის სამართლის კუთხით, ასევე ზოგად ადმინისტრაციული სამართლის კუთხით. მე მოვუწოდებ სახალხო დამცველსაც, სხვებსაც, ეს საკითხი გაასაჩივრონ, სჯობს ერთად დგომა“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა. აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს 17 კანდიდატი წარუდგინეს. ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე კანდიდატად ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“. წარადგინა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები