„ლიტერას“ გამარჯვებულებთან პირველი შეხვედრა გაიმართება

21 იანვარს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში, „ლიტერას“ გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მწერალთა სახლი იწყებს საუბრების ციკლს -„შეხვედრები ლიტერას ლაურეატებთან“ და პირველ შეხვედრაზე დებიუტის ნომინაციაში გამარჯვებულებს – ნიკა ლაშხიას და იაგო თვალაბეიშვილს უმასპინძლებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წლიდან არსებობს. პრემია გაიცემა ყოველწლიურად ექვს ნომინაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები