გიორგი კახიანი: თუ კანონმდებლობაში ცვლილება არ განხორციელდა, არჩევნები იმ სისტემის საფუძველზე ჩატარდება, რაც დღეს მოქმედებს

ხელისუფლებამ ოპოზიციას რაციონალური შეთავაზება გაუკეთა, რაც გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ მანდატების გაზრდას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ კანონმდებლობაში რაიმე ცვლილება არ განხორციელდა, არჩევნები იმ სისტემის საფუძველზე ჩატარდება, რაც დღეს მოქმედებს, ეს არის შერეული სისტემა.

“თავად კარგად იციან, რომ მათი შეთავაზებები გათვალისწინებული ვერ იქნება. ამ სიტუაციაში ხელისუფლებამ ოპოზიციას რაციონალური შეთავაზება გაუკეთა, რაც გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ მანდატების გაზრდას. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ამ შეთავაზების გარშემო რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით. ულტიმატუმზე საუბარი ზედმეტია, რადგან კონკრეტული რეალობა გვაქვს. თუ რაიმე ცვლილება არ განვახორციელეთ კანონმდებლობაში, არჩევნები იმ სისტემის საფუძველზე ჩატარდება, რაც დღეს მოქმედებს, ეს არის შერეული სისტემა”, – განაცხადა კახიანმა.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში. აღნიშნული შეთავაზება ოპოზიციისთვის მიუღებელია. მათი თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საერთოდ უარის თქმას ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები