ეროვნულ ბიბლიოთეკაში „სამეცნიერო შრომების კრებულის“  წარდგენა გაიმართა (ვიდეო)

0

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „სამეცნიერო შრომების კრებულის“  წარდგენა გაიმართა.
კრებული უმაღლესი დაწესებულებების კვლევითი პოტენციალის ამაღლებისა და ახალგაზრდა მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გამოიცა.
კრებულის სარედაქციო საბჭომ, რომელიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შედგება, თემატიკის მნიშვნელობიდან და საკითხების აქტუალობიდან გამომდინარე, კრებულში გამოსაქვეყნებლად 21 სამეცნიერო ნაშრომი შეარჩია. სამეცნიერო სტატიები წარმოადგინეს როგორც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, ასევე, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის აკადემიურმა პერსონალმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა.
კრებული ყოველწლიურად გამოიცემა და გამოქვეყნებული სტატიების შესახებ სასემინარო განხილვები მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი