მამუკა პავლიაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება

22 იანვარს, 19:00 საათზე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოდო ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის,  მამუკა პავლიაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება.
„სულითა და გულით გიწვევთ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დოდო ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში ჩემს საიუბილეო საღამოზე. თითოეული თქვენგანის სტუმრობა ძალიან გამახარებს. გპირდებით საინტერესო თეატრალურ-პოეტურ-მუსიკალურ შეხვედრას და საჩუქრად ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაზე აკინძულ ერთ ლამაზ წიგნს.
ასე, რომ, გელოდებით, რათა 22 იანვარი ერთად ყოფნით გავათბოთ და გავაფერადოთ.პატივისცემით მამუკა პავლიაშვილი“, – წერს მამუკა პავლიაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები