იტალიის ქალაქ კრემაში ანსამბლ „ნანილას“ კონცერტი გაიმართება
26 იანვარს, 17:00 საათზე, იტალიის ქალაქ კრემაში, თეატრ SANDOMENICO-ში, ფლორენციის წმინდა ნინოს ქართულ მართლმადიდებლურ ტაძართან არსებული ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „ნანილა“ ქართული ფოლკლორის კონცერტს გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ნანილა“ მეშვიდე წელია არსებობს ფლორენციის წმინდა ნინოს ქართულ მართლმადიდებლურ ტაძართან, იტალიის საერთაშორისო ფესტივალის ფოლკლორის ნომინაციაში გამარჯვებულია.
ანსამბლმა მრავალი საქველმოქმედო სოლოკონცერტი გამართა ქალაქებში – ფლორენცია, პიზა, ემპოლი, ვენეცია და მანტოვა… შემოსული თანხა საქართველოში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს ხმარდება.