„მწერალი და ბედისწერა“ – გაგა ნახუცრიშვილის ლექცია გაიმართება
22 იანვარს, 19:00 საათზე, „სტამბაში“, ლექციას – „მწერალი და ბედისწერა“ პოეტი გაგა ნახუცრიშვილი ჩაატარებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „შეხვედრები სტამბაში“ არის „სტამბის წიგნების“ 9-თვიანი კურსი, რომლის ფარგლებშიც, ლექციები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს და კვირას, საღამოს 7 საათზე.
დამსწრეთა ასაკი შეზღუდული არ არის. ლექციაზე დასწრების საფასურია 10 ლარი (ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენი სახელი იქნება სიაში, გადახდა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ონლაინ, სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ).
ყოველ ოთხშაბათს და კვირას ლექტორები წაიკითხავენ ლექციებს განსხვავებულ თემებზე, ძირითადად ეს იქნება ლიტერატურა, მხატვრობა, კინო, თეატრი, ისტორია, ფილოსოფია და სხვა.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით.