არჩილ თალაკვაძე: სამთავრობო გუნდს ხელმძღვანელობს გიორგი გახარია, კაბინეტი ადგილზეა და აკეთებს თავის საქმეს

სამთავრობო ცვლილებებზე პარტიაში არ ყოფილა განხილვა, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება არ არის მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამთავრობო გუნდს ხელმძღვანელობს გიორგი გახარია, კაბინეტი ადგილზეა და აკეთებს თავის საქმეს, ისევე როგორც პარლამენტი.

„ჩვენ ვფიქრობთ, საგაზაფხულო სესიაზე ზედამხედველობის რეგულარული გეგმის ფარგლებში მოვუსმენთ მინისტრებს და განვიხილავთ ყველა იმ გეგმას, რაც სამინისტროებს მიმდინარე წელს ექნებათ. არანაირ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. სამთავრობო გუნდს ხელმძღვანელობს გიორგი გახარია, კაბინეტი ადგილზეა და აკეთებს თავის საქმეს, ისევე როგორც პარლამენტი“,- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები