ცაგერში საყოველთაო განბანვის რიტუალი ჩატარდა

ცაგერში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ტაძრის ეზოში ნათლისღების  დღესასწაულთან დაკავშირებით, წყლის კურთხევა, ნათლობა და საყოველთაო განბანვის რიტუალი ჩატარდა. აიაზმა. განბანვა და ნათლობა ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიის სხვა სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა.

წყლის კურთხევის, ნათლობის და განბანვის რიტუალი ტრადიციულად ყოველ წელს, მურის კლდეკარში მდებარე წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძრის ეზოში ტარდება და მას ქალაქ ცაგერში მცხოვრები მრევლის გარდა, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან უერთდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები