მამუკა მდინარაძე: რაც შეეხება თავად ბადრი ბასიშვილს, ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ვინ მოხვდება და ვინ არა

რაც შეეხება თავად ბადრი ბასიშვილს, ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ვინ მოხვდება და ვინ არა. ეს გადაწყვეტა ჯერ პარტიამ, შემდეგ ამომრჩეველმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ბადრი ბასიშვილის შემოყვანა, ისეთივე ფორმალური საკითხი იყო, როგორც განაჩენის შემთხვევაში ნიკა მელიას პარლამენტიდან გაშვება.

„რაც შეეხება თავად ბადრი ბასიშვილს, ამ ადამიანის შემოყვანა, ისეთივე ფორმალური საკითხი იყო, როგორც განაჩენის შემთხვევაში ნიკა მელიას პარლამენტიდან გაშვება. ასეთ ფორმალურ საკითხებზე პოლიტიკური სპეკულაციები არ ღირს, რადგან ყველამ იცის, რომ ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ვინ მოხვდება და ვინ არა. ეს გადაწყვეტა ჯერ პარტიამ, შემდეგ ამომრჩეველმა, როდესაც მათ მხარი დაუჭირა. კი ბატონო, ყავდეთ თავისი ოდიოზური ბასიშვილი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ფორმალურ ვალდებულებებს ვასრულებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას დღეს დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები