ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით,  გარდაბანში, წითელი სოფლის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით,  გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ წითელი სოფლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა.

რესტავრაციამდე

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში. დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი, ჩამოშლილი იყო გუმბათი. კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ.
სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად:
ტერიტორია გაიწმინდა ნანგრევებისგან და მოიხსნა დაზიანებული ნაწილები;
მოხდა ბზარების ინექტირება;
შეივსო აფსიდის დაზიანებული ნაწილები იდენტური მასალით;
აღდგა აღმოსავლეთის კამარა, აგურით;
მოეწყო ხის კამარები და შეილესა;
ამოშენდა გუმბათი აგურით, ნახევრად სფერული კამარა კი მოეწყო ხით;
ნაკლული კარნიზი შეივსო იდენტური აგურით;
ტაძარი გადაიხურა თუნუქით, ლორფინის იმიტაციით;
მოეწყო იატაკი ახალი აგურით;
ჩაისვა ახალი კარ-ფანჯარა;
შეილესა ინტერიერი.

სოფ. წითელი სოფლის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ოდას“ მიერ ზურაბ ყიფშიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები