საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოს ტურისტულ გამოფენაზე ქართული სტენდი მოინახულა
საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე ნიდერლანდების სამეფოს უდიდეს ტურისტულ გამოფენას „Vakantiebeurs“ ეწვია და ქართული სტენდი მოინახულა.
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, წელს გამოფენა ქალაქ უტრეხტში 15-19 იანვრის პერიოდში მიმდინარეობს და მასში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შპს „საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია“ და ექვსი ტურისტული სააგენტო მონაწილეობს.