რიაბკოვი: რუსეთის საგარეო უწყებაში მთავრობის განახლების შემდეგ, საგარეო პოლიტიკა უცვლელი დარჩება

რუსეთის მთავრობის შეცვლის შემდეგ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, განაცხადა.

„რუსეთში, საგარეო პოლიტიკას პრეზიდენტი განსაზღვრავს და ამით ყველაფერია ნათქვამი“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო კურსი მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და საერთაშორისო თანამეგობრობა მოსკოვის გადაწყვეტილებებს პატივს სცემს.

რიაბკოვის აზრით, მოსკოვის საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის პოზიციების გამყარებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები