ქუთაისმა ევროკომისიის მიერ შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც მიზნად ტურიზმის ხელშეწყობას და განვითარებას ისახავს.
პროექტზე განაცხადი ქუთაისმა პარტნიორებთან – მოლდოვა, უკრაინა, რუმინეთი – ერთად 2019 წელს შეიტანა.
პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზის ქვეყნებში აქტიური ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ტურისტული ადგილების ათვისებას, ერთობლივი B2B კონფერენციების ჩატარებას.
პროექტის სამიზნე ჯგუფებია ტურ-ოპერატორები, ადგილობრივი ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც შესაბამისი ტურისტული და
კულტურული საქმიანობა აქვთ BSB–დან.
პროექტი ორწლიანია და ქუთაისის მუნიციპალიტეტი 147 068,26 ევროთი დაფინანსდება. აქედან, ქალაქის თანამონაწილეობა განისაზღვრება 8%-ით და 12 788. 54-ევროს შეადგენს. საერთო ჯამში, ქუთაისისთვის გამოყოფილი გრანტი 159 856.80 ევროს ოდენობა იქნება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის ეს მეორე მიმდინარე დაფინანსებაა ევროკავშირის მიერ, შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში.