ბათუმს ,,Limes Congress ”-ის საორგანიზაციო კომისიის წევრები ეწვივნენ

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,Limes Congress 2024“-ის საორგანიზაციო კომისიის წევრები ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან.
შეხვედრაზე ბათუმში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით რეგიონის შესაძლებლობები შეაფასეს.
,,ლიმეს კონგრესი“ 1949 წლიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება ყოფილი Imperium Romanum (რომის იმპერიის)-ის საზღვრების გავრცელების არეალში.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის და უნივერსიტეტების პროფესორები და წამყვანი სპეციალისტები (მათ შორის აშშ, კანადა, ავსტრალია და სხვ.), რომლებიც განიხილავენ რომის იმპერიის სამხედრო სტრატეგიას, საფორტიფიკაციო სისტემების ფუნქციონირების თავისებურებებსა და საერთო ნიშნებს, ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენებს, სამეცნიერო ნოვაციებს…
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა სტუმრებს გონიოს ციხე დაათვალიერებინა და რეგიონის ღირშესანიშნაობებისა და ტურისტული მარშრუტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები