ქიბულეთში, გვიან ღამით ,,სოკარ ჯორჯია გაზის” აჭარის ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო.
,,რეგიონული კვირას” ინფორმაციით, პირი რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა თანხის წაღება ვერ შეძლო. ”სოკარის” აჭარის ფილიალის დირექტორი ამბობს, რომ შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა, თავდამსხმელმა დაცვის თანამშრომელი დააბა და ჩარიცხვის აპარატი გატეხა. ვახტანგ ბერიშვილი “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ამბობს, რომ დაზარალებულს სხეულის დაზიანებები არ აღენიშნება.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.