16 იანვარი მზექალა შანიძის დაბადების დღეა
1926 წლის 16 იანვარს ენათმეცნიერი და ფილოლოგი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე დაიბადა. მას 94 წელი შეუსრულდა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1948 წელს.
1953 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981 წლიდან). არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: „ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი”(1990), „ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა“ (1992), „ახლად აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა“ (სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005). 2019 წლის 15 იანვარს ჩოხოსანთა დასისა და ფონდ „ქართველისგან“ გადაეცა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბრწყინვალების ორდენი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – „ფარინგალური ბგერები ძველ ებრაულ ენაში“, დაიცვა 1951 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა – „ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანებ“, დაიცვა 1974 წელს.