„მითოსი და ქართული თეატრი“ – წიგნის წარდგენა გაიმართება
18 იანვარს, 16:00 საათზე, თამარ ბოკუჩავას წიგნის – „მითოსი და ქართული თეატრის“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ნაშრომი მიზნად ისახავს ქართული თეატრისა და ქართული კულტურის ურთიერთკავშირების საფუძვლების კვლევას.
აღდგენილი ქართული თეატრის, შემდგომში – რუსთაველის თეატრის მაგალითზე მითოსისა და თეატრალური ხელოვნების ურთიერთმიმართება განხილულია კულტუროლოგიურ-მითოლოგიური კონტექსტის ფარგლებში. მონოგრაფიაში ნაჩვენებია ქართული თეატრის განვითარების ხაზი, რომელიც მითოლოგიზაციის აქტიურ პროცესს ექვემდებარებოდა.