ნიკა აგლაძის დასახმარებლად აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
18 იანვარს, 15:00 საათზე, ნიკა აგლაძის დასახმარებლად აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ინტელექტკლუბის გამორჩეულ მოაზროვნეს, ისტორიკოსსა და ლიტერატორს აღმოაჩნდა თავის ტვინის კავერნომა. ნიკას უკვე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია თურქეთში, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 22 იანვარს დაინიშნა გადაუდებელი ოპერაცია, რომლის ღირებულებაც 70 ათასი ევროა.
მწერალთა სახლში გამართულ აუქციონსა და გამოფენა-გაყიდვაში ნიკას მხარდასაჭერად, მონაწილეობას მიიღებენ მწერლები, მხატვრები, გამომცემლები, მუზეუმები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, სტარტაპერები.
15:00 საათზე დაიწყება გამოფენა-გაყიდვა, სადაც მსურველს საშუალება ექნება, შეიძინოს ცნობილი ქართველი მწერლების მემორიალური ნივთები და ხელნაწერები, თანამედროვე ქართული და თარგმნილი ლიტერატურა, ხელნაკეთი ნივთები, ფოტოები, სუვენირები.
16:30 საათზე დაიწყება აუქციონი, სადაც წარმოდგენილი იქნება შემდეგი ქართველი ხელოვანების ნამუშევრები:
ელენე ახვლედიანი
თუთუ კილაძე
თინათინ ჩხიკვიშვილი
თამუნა მელიქიშვილი
ლია შველიძე
ნინო ჩაკვეტაძე
ლელა ცუცქირიძე
მაკა ბატიაშვილი
ლევან ჭოღოშვილი
გია ხუციშვილი
ცისია კილაძე
დავით ხიდეშელი
ოლესია თავაძე
ლევან ცუცქირიძე
ნანა ლაღიძე
გიორგი ტაბლიაშვილი
ლევან მეხუზლა
ჯულია სანიკიძე
გიორგი გაგოშიძე
თინა ცხადაძე
ეკა ხუნწარია
თენგიზ მირზაშვილი
ლევან სონღულაშვილი
მიხეილ აბრამიშვილი
ლევან მანჯავიძე
აუქციონსა და გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
გამოფენა-გაყიდვაზე ნივთების შეძენა შესაძლებელი იქნება ნაღდი ანგარიშსწორებით.
სურვილის შემთხვევაში, თანხის გადარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშებზე:
TBC: GE77TB7446645063600040 – ნიკოლოზ აგლაძე
BOG: GE14BG0000000131316927 – ნინა აგლაძე
დანიშნულებაში მიუთითეთ „ნიკასთვის“.