რუსეთში მეორე მსოფლიო ომის უმსხვილესი საარქივო ცენტრი შეიქმნება

რუსეთი, მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით, საარქივო მასალების სრულ კომპლექსს შექმნის, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებისთვის და სტუმრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ფედერალური საკრებულოსადმი მიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, წელს, ქვეყანა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავს აღნიშნავს, 9 მაისი კი, რუსებისთვის წმინდა და დიდი დღესასწაულია.

„ვალდებული ვართ, გამარჯვებასთან დაკავშირებული სიმართლე დავიცვათ. სხვაგვარად, რას ვეტყვით ჩვენს შვილებს, იმ შემთხვევაში თუ სიცრუე, როგორც ჭირი, მოედება მთელს მსოფლიოს. ბინძურ სიცრუეს, ისტორიის დამახინჯების მცდელობებს, ფაქტები უნდა დავუპირისპიროთ. ამიტომ, რუსეთში, საარქივო დოკუმენტების, კინო და ფოტომასალების ყველაზე მსხვილი, ყველაზე სრული კომპლექსი შეიქმნება, რომელიც ჩვენი და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, „აღნიშნული სამუშაოს ჩატარება ჩვენი, როგორც გამარჯვებული ქვეყნის ვალდებულება და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობაა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები