ჭიათურაში ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ კიპაროიძის მემორიალური დაფა გაიხსნა
ჭიათურაში, ქუთაისის ქუჩაზე, ცნობილი ჭიათურელი ფეხბურთელისა და მწვრთნელის მიხეილ კიპაროიძის მემორიალური დაფა გაიხსნა.
მემორიალური დაფა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ფეხბურთელის შვილთან ერთად გახსნა. ცერემონიალს კიპაროიძის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
მიხეილ კიპაროიძე სხვადასხვა დროს თამაშობდა : ჭიათურის ,,მაღაროელში“, უკრაინის კლუბ ,,კრიბას-კრივოიროგში“ და ,,ზუგდიდის დინამოში“.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მიხეილ კიპაროიძემ მუშაობა მწვრთნელის პოზიციაზე განაგრძო. ის იყო ა ლიცენზიის მწვრთნელი, მუშაობდა ჭიათურის მაღაროელის მთავარ მწვრთნელად, ხოლო ბოლო პერიოდში -„ჩიხურას“ აკადემიაში ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელად.
მიხეილ კიპაროიძე 2019 წელს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.