გურამ მაჭარაშვილი ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაზე: დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება იმ დეტალებს დაადგენს, რომელიც ნათელს მოჰფენს თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს ქმედებები

დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება იმ დეტალებს დაადგენს, რომელიც ნათელს მოჰფენს თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს ქმედებები ,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

მაჭარაშვილის თქმით, მსგავსი მოვლენა მიუღებელია.

“ის, რომ ვიღაცა ძალადობას და შეურაცხყოფას აყენებს მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ მეტი არგუმენტაცია და მეტი რესურსი არ გააჩნია ამ ხალხს, ვიდრე მიმართოს ძალადობას და შეურაცხყოფას. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება იმ დეტალებს დაადგენს, რომელიც ნათელს მოჰფენს თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს ქმედებები. არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ფაქტია ის, რომ ეს მოვლენა რაც იყო არის მიუღებელი”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

შემთხვევა გუშინ, ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად სავახშმოდ იმყოფებოდა.

ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით სამ დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, საქმე კი მომხდარ ფაქტზე სსკ-ის 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები