ბრიუსელში ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

22-26 იანვარს, ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „ბოზარი“ ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს. ღონისძიება იმართება ფესტივალის ფარგლებში – „ხიდები. დასავლური კინოს დღეების აღმოსავლეთით“ (BRIDGES. EAST OF WEST FILM DAYS).

ქართული ფილმები ბრიუსელში შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:

23 იანვარი – დიმიტრი მამულიას „ბოროტმოქმედი”;
23 იანვარი – ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა;
25 იანვარი – ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“;
25 იანვარი – უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“;
26 იანვარი – დიმიტრი ცინცაძის „შინდისი“.
საქართველოს გარდა ფესტივალის მონაწილეები  არიან კინემატოგრაფისტები – უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდავეთისა და ბელორუსიის რესპუბლიკებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები