ქართული თეატრის თემებზე ნიკოლოზ წულუკიძის სემინარი გაიმართება

16 იანვარს, 20:15 საათზე, SOLO-ს კლუბში სემინარი გაიმართება, რომელსაც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დამსწრეთ თეატრის ისტორიაში მოგზაურობა და საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ძალიან საინტერესო თემები ელით:

• დასი, რომელიც კრწანისის ბრძოლაში ქართველთა ლაშქარს მიუძღვებოდა;
• რატომ თარგმნა და ითამაშა შექსპირის ,,მეფე ლირი”- ილია ჭავჭავაძემ;
• ნატო გაბუნიასა და ილია ჭავჭავაძის სიყვარულის ამბავი;
• რატომ დაწყევლა აკაკი წერეთელმა ქართული თეატრი;
• ახმეტელისა და მარჯანიშვილის დაპირისპირება და სხვ.
ნიკოლოზ წულუკიძე წითელი ჯვრის კეთილი ნების ელჩი, ოქროს ფრთის ლაურეატი, ეროსი მანჯგალაძის პრემიის ლაურეატი, თეატრის კრიტიკოსთა კავშირის პრეზიდენტი, თეატრმცოდნე და ტელერადიოწამყვანია.
მის.: ჭავჭავაძის გამზ. №29.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები