„ვისმენთ და ვსაუბრობთ მუსიკაზე“ – მუსიკალური შეხვედრა დიმიტრი თუმანიშვილს მიეძღვნება

18 იანვარს, 13:00 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში, 30-ე შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრა შაბათის ტრადიციული შეხვედრების – „ვისმენთ და ვსაუბრობთ მუსიკაზე“ –  ფარგლებში ტარდება და დიმიტრი თუმანიშვილს მიეძღვნება.
დირიჟორი – რიკარდო შაიი; სოპრანო – კრისტიან ელზი, მეცო სოპრანო – სარა კონოლი.
საღამოზე გაჟღერდება დიდი ავსტრიელი კომპოზიტორის, გუსტავ მალერის (1860-1911) მეორე, ე.წ. აღდგომის სიმფონია. სიმფონიის ტექსტი დიმიტრი თუმანიშვილის თარგმანით იქნება წარმოდგენილი (სუბტიტრები). მსგავსი თარგმანი პირველია ქართულ ენაზე.
მის: ათონელის ქ. N 9 (ორიენტირი – ჰიპერმარკეტ „კარფურის“ მთავარი შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები