კონსერვატორიაში ანიტა რაჭველიშვილთან შეხვედრა გაიმართება

20 იანვარს, 12:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავთან – ანიტა რაჭველიშვილთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის თემაა: „ვოკალური ტექნიკა, პრობლემები და მისი გადაჭრის გზები“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა ცნობეს, ამ შეხვედრას ტრადიციული მასტერკლასის სახე არ ექნება.
ანიტა რაჭველიშვილი ისაუბრებს ვოკალურ პრობლემებზე და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებს საკუთარი მოღვაწეობის გამოცდილებას საოპერო სფეროში.
იგი, ძირითადად, ისაუბრებს სუნთქვაზე, პოზიციებზე, სიმღერის ბუნებრიობაზე და ყრდნობის პრობლემებზე. ასევე უპასუხებს დარბაზში დამსწრეთა შეკითხვებს.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები