ბათუმში ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა – არიან დაშავებულები

ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. მასში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ორი მათგანი დაშავდა. ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ინციდენტის დროს ლიფტი მე-13 სართულიდან ეშვებოდა.

როგორც სამედიცინო დაწესებულების დირექტორი ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ამბობს, დაშავებულების ჯანმრთელობას  საფრთხე არ ემუქრება.

,,საღამოს შემოიყვანეს დედა-შვილი. მათ სხეულის სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა ისინი დაწესებულებაში ექიმების დაკვირვების ქვეშ დარჩებიან. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა შესწავლილია, ორივე მათგანი სტაბილურადაა“, – განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, მალხაზ ხალვაშმა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები