საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობაზე საფრანგეთი დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრები 9:7 დაამარცხა და ევროპირველობის ისტორიაში პირველად გაიმარჯვა ჯგუფური ეტაპის მატჩში, – ამის შესახებ “კვირას”განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით 16 იანვარს, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი მასპინძლობს. ჩემპიონატში მონაწილეობას კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდი იღებს. საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე მეოთხედ ასპარეზობს. საფრანგეთთან გამარჯვებით, რევაზ ჩომახიძის გუნდი ახლოსაა ისტორიაში საუკეთესო შედეგის დაფიქსირებასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები