სოფელ ვანთაში 31 წლის ორსული გარდაიცვალა
თელავის მუნიციპალიტეის სოფელ ვანთაში 31 წლის ორსული, სავარაუდოდ, ვირუსით გარდაიცვალა.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, სოფელ ვანთაში “რეგიონულ კვირასთან ” განმარტა, ახალგაზრდა ქალს 2 დღის განმავლობაში ხველა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.
გიორგი ნაპირელის ინფორმაციით,ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო და ქალს ექიმისთვის არ მიუმართავს.
მისივე თქმით, ორსულს საკუთარ ეზოში მოულოდნელად გული წაუვიდა და ექიმის მოსვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა.
“ოჯახის წევრებისგან ვიცი, რომ მაღალი სიცხეები ჰქონდა და ექიმს არ მიაკითხა. ჩვენმა ექიმმა რომ ნახა, უკვე გული გაჩერებული იყო. ძალიან მძიმე ამბავი მოხდა“,- განაცხადა ნაპირელმა.
ორსულის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით. ასევე, დანიშნულია ექსპერტიზაც,რაც გარდაცვალების მიზეზს დაადგენს. გარდაცვლილს 2 მცირეწლოვანი დარჩა.
ორსულის გარდაცვალების მიზეზებს იკვლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის წარმომადგენლობაც.