ლია სტურუას პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება

16 იანვარს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში, ლია სტურუას პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წიგნი საიუბილეო გამოცემაა და პოეტის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოიცა.
ლია სტურუას პოეტური კრებული, რომელიც „ბაკმმა“ გამოსცა, ბოლო წლების განმავლობაში შექმნილ ლექსებს აერთიანებს. წიგნის პოეტური ქსოვილი თემატურად და ჟანრობრივად ისეა დალაგებული, რომ ერთ მთლიანობას ქმნის.
წიგნი გამოიცა საქრთველოს მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის პროგრამის ხელშეწყობის ფარგლებში.
ღონისძიების მოდერატორები: კატო ჯავახიშვილი და გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები