14 იანვარს ლადო ასათიანი დაიბადა
1917 წლის 14 იანვარს პოეტი ლადო ასათიანი დაიბადა. 103 წლის პოეტზე, ფეისბუქის გვერდზე, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე დავით შემოქმედელი წერს.
„მე გავშლი ხელებს და შეერთდება აღმოსავლეთი და დასავლეთი“ (ლადო ასათიანი).
აღმოსავლეთი და დასავლეთი – ორი რელიგიური, კულტურული, ზოგადად მსოფლმხედველობითი სივრცე. მსოფლიოში ერთმანეთისადმი ანტაგონისტური, ხოლო საქართველოთვის, როგორც ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მყოფი ქვეყნისათვის, დასავლეთიცა და აღმოსავლეთიც თანაბრად მისაღები და გათავისებული. ეს აზრი ზუსტად და ლაკონურად თქვა ამ სტრიქონებით ლადო ასათიანმა, და კიდევ რამდენი…
დღეს ამ ვაჟკაც, ოცდაექვსი წლის ჩემპიონ ბიჭს ასი წელი შეუსრულდებოდა.
გავიხსენოთ!“- წერს დავით შემოქმედელი.