ავარია გურჯაანში – არიან დაშავებულები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით სოფელ კახიფარის ცენტრალურ ტრასაზე მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გარე განათების ბოძს დაეჯახა, რის შემდეგაც მანქანა ამოტრიალდა.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილში 4 ადამიანი იმყოფებოდა.  ერთ-ერთი მათგანი, ახალგაზრდა მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი, დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.
შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები