მომღერალ გიორგი ჩიტაურის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტები იგეგმება
მომღერალ გიორგი ჩიტაურის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტები იგეგმება. ამის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი ირმა როსტიაშვილი ავრცელებს ინფორმაციას.
„მეგობრებო, ჩვენი ძმის გიორგი ჩიტაურის დასახმარებლად იგეგმება საქველმოქმედო კონცერტები. ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვს, დაგვეხმაროთ მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობაში ან მონაწილეობა მიიღოთ კონცერტებში, გთხოვთ შემეხმიანოთ.
როგორც თქვენთვის ცნობილია, ,,გიორგი ჩიტაურს და მეგობრებს“ საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტები და უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაგვირჩენია. დღეს გიორგის სჭირდება ჩვენი დახმარება და გთხოვთ, მაქსიმალურად დამიდგეთ გვერდში.
დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ, თანხა ჩარიცხოთ მითითებული ანგარიშის ნომერზე: GE48LB0211166289482000 – „ლიბერთი“ ბანკი;
GE53BG0000000128335900 – „საქართველოს ბანკი“;
GE53BG0000000128335900 – „თი-ბი-სი“ ბანკი;
პ/ნ 36001011991 – მიმღები ირმა როსტიაშვილი.
ვინც ჩარიცხავთ, პირადშიც მომწერეთ“, – წერა ირმა როსტიაშვილი.
გიორგი ჩიტაური უკიდურეს მდგომარეობაშია. 6 თვეზე მეტია, გადის მკურნალობის კურსს. სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.