კლუბ “ბასიანთან“ სამი პირის დაჭრაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისში, კლუბ “ბასიანთან“ სამი პირის დაჭრაში ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანს “თბილისის საქალაქო სასამართლომ” აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარემ პროცესზე აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარიანი გირაო მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა. ადვოკატის განცხადებით, დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

შსს-ს ინფორმაციით, ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს კლუბ „ბასიანის“ შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, სამი ადამიანი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბიძინა ჩაჩხიანი ცხელ კვალზე სახლთან დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები