თამარ ნოზაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
26 იანვარს, 17:00 საათზე, „მაგთიკლუბში“, თამარ ნოზაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ „თავისუფალი საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციდან აცნობეს, ეს მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა. სტუმარს ელის არა მხოლოდ საინტერესო შემოქმედთან შეხვედრა, არამედ სასიამოვნო გარემო, მუსიკა და ფურშეტი. „მაგთიკლუბში“ მხატვრის 25 ნამუშევარი გამოიფინება.
ორგანიზატორები: ხათუნა გელაშვილი, თამარ ხელაძე.
მის: რუსთაველის №22, „მაგთიკლუბი“.