2019 წელს საქართველოში 30 000 კგ-მდე ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს ქვეყნის მასშტაბით ხორცითა და ხორცპროდუქტებით ვაჭრობისას სამართალდარღვევის 173 ფაქტი გამოვლინდა, რაც გასული სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სააგენტოს მიერ გასული წლის განმავლობაში 30 000 კგ-მდე ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები განადგურდა. ჯარიმების საერთო ოდენობამ კი 118 200 ლარი შეადგინა.

უკანასკნელი 3 წლის დეტალური მონაცემები კი ასეთია:2017 წელს სამართალდარღვევის 73, ხოლო 2018 წელს 102 ფაქტი დაფიქსირდა.
სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ყველაზე მეტი სამართალდარღვევა 2019 წელს ქვემო ქართლში გამოვლინდა, სადაც ვადაგასული ან საეჭვო წარმომავლობის ხორცით ვაჭრობის 47 ფაქტი დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის სიხშირით აიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები