„საშობაო სიზმარი“ დმანისში

16 იანვარს, 18:00 საათზე,  ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩარლ დიკენსის „საშობაო სიზმარი” დაიდგმება.
„გაახარეთ პატარები“, – ასე ეპატიჟება თეატრი მაყურებელს.
სპექტაკლის რეჟისორია თამარ ხიზანიშვილი.
„ძუნწ და წუწურაქ მოხუც სკრუჯს შობის ღამეს 3 აჩრდილი გამოეცხადა: ერთმა წარსულში ამოგზაურა, მეორემ აწყმო აჩვენა, მესამემ კი მომავალი დაანახა. ეს ბუზღუნა მოხუცისთვის დაუვიწყარი შობის ღამე აღმოჩნდა და მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა.
დროულად აღმოვაჩინოთ საკუთარი და სხვების სიკეთეები, დროულად შევამჩნიოთ ჩვენ გვერდით მცხოვრები ადამიანების მწუხარება, არ ჩავიკეტოთ საკუთარ კეთილდღეობაში და სხვებსაც ვუწილადოთ ცოტაოდენი სიკეთე“… – აღნიშნულია სპექტაკლის ანოტაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები