ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა გახდა – ე.წ. პარლამენტმა ხაჯიმბას გადადგომას დაუჭირა მხარი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა, რაულ ხაჯიმბას ე.წ. თანამდებობიდან გადადგომას დაუჭირა მხარი.

ხაჯიმბას გადაწყვეტილებას 34 დეპუტატიდან 32-მა დაუჭირა მხარი, ორი წინააღმდეგი იყო.

ე.წ.საკანონმდებლო ორგანომ, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად, ე.წ.პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა დაასახელა.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. ცესკოს გადაწყვეტილებით, განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, 22 მარტს ჩატარდება.

მანამდე, 2019 წლის ე.წ. არჩევნების მეორე ტური ბათილად, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანციამ ცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები