ევროკავშირი რამდენიმე სამოქმედო გეგმას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აპრილში დაგეგმილ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.
“პოლიტიკოს“ ცნობით, სულ ხუთი შესაძლო სცენარი განიხილება.
“ერთ-ერთი ვარიანტია კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემის პროცესის გაფართოება მგრძნობიარე სფეროებზე, სადაც ამჟამად ევროკავშირის ყველა წევრის ერთსულოვნებაა საჭირო. ესენია საგარეო პოლიტიკა და გრძელვადიანი ბიუჯეტი”, – წერს Politico.
“ეს არის ის, რაზეც ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მოვითხოვთ პრეტენზიას: თუ გსურთ სწრაფი რეაგირება, საჭიროა მეტი გადაწყვეტილება, რომელიც კვალიფიციური უმრავლესობით იქნება მიღებული“, – განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.
კიდევ ერთი ვარიანტია ევროკავშირში მოქნილი ფორმატების ფართოდ გამოყენება, როგორიცაა არაფორმალური კოალიციები ან გაერთიანების ფარგლებში ცალკეულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა. Politico-ს თანახმად, ეს სცენარი ყველაზე მეტადაა კრიტიკის საგანი.
ასევე განიხილება უნგრეთის წინააღმდეგ თანხების გამოყოფასთან დაკავშირებული სანქციების დაწესების სცენარები.
კიდევ ერთი წინადადებაა ბუდაპეშტისთვის ევროკავშირის საბჭოში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა.
ბოლოს, როგორც მედია აღნიშნავს, ყველაზე რადიკალურ და ყველაზე ნაკლებად შესაძლებელ ვარიანტად ქვეყნის ევროკავშირიდან გარიცხვა ითვლება.