ფილმ „ღორის“ პრემიერა და რეჟისორთან შეხვედრა გაიმართება
16 იანვარს, 19:30 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო ნამუშევრის – „ღორის” პრემიერა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ღორის” მსოფლიო პრემიერა კოტბუსის ფესტივალზე შედგა, ამჯერად კი ქართველი მაყურებელი იხილავს მას.
ფილმი ნამდვილ ამბავს ეფუძნება: ბიჭს იტაცებენ და მისი თავისუფლების სანაცვლოდ ოჯახს 300 ლარს თხოვენ. ახლობლები ფულს ვერ შოულობენ და გამტაცებლებს სანაცვლოდ ღორს სთავაზობენ.
კინომცოდნეებისა და კინომოყვარულების შეფასება:
„ღორი“ ერთ-ერთი ყველაზე ქართული, ყველაზე ავთენტური და რეალისტური ფილმია, რაც ბოლო წლებში საქართველოში გადაუღიათ”.
„ლაკონიურად, ძუნწად, „ღარიბად“ თქმული ამბავი, გადაღებული „შავი კომედიის“ – თუ გნებავთ, „შავი ანეკდოტის“ – ჟანრში“.
„ღორი“ წარმოუდგენელი დახვეწილობითა და თავდაჯერებული ზომიერებით აერთიანებს პოეტურობასა და ერთი შეხედვით საპირისპირო, ვულგარულ და ხისტ ენობრივ მხარეს.