კასპში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

სასკოლო ინფრასტრუქტურის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი პროექტის განხორცილდება დაიწყო. 60 მოსწავლეზე გათვლილი სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის მშენებლობას შპს „ჯავა“ ახორხიელებს სოფელ წინარეხის ამჟამინდელი საჯარო სკოლა 1882 წელს საქართველოში წერა – კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ იქნა დაარსებული და მას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
,,კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტი ჩვენს მუნიციპალიტეტში. სოფელ წინარეხის სკოლა არა გათვლილი დიდ კონტიგენტზე ,თუმცა მისი ისტორიულობიდან გამომდინარე ძალზედ ფასეულია. უახლოების პერიოდში წინარეხში მცხოვრებ ბავშვებს ექნებათ საშუალება განათლება მიიღონ თანავედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში”,- განაცხადა კასპის მუნიციპლიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები