პაკისტანში უამინდობას, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის დასავლეთით, გადაუღებელი წვიმებისა და დიდთოვლობის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა.

ქალაქ კვეტას საერთაშორისო აეროპორტში, რამდენიმე ავიარეისი გადაიდო, მათ შორის საუდის არაბეთის მიმართულებითაც.

სინოპტიკოსების ვარაუდით, უამინდობა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

პროვინცია ბელუჯისტანში, სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებულია, ავტოსტრადა თოვლით არის დაფარული, შექმნილია საცობი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა გაიზარდოს, ასევე დაზარალებული რაიონებიდან ადამიანების ევაკუაციაა მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები