ხულოში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შუახევის პარალელურად, უხვი ნალექისგან ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლის გზებიც იწმინდება
ხულოში: უჩხო-გუდასახორის, ვაშლოვანის, შურმულის, პაქსაძეების, კორტოხის, ღურტის, დანისპარაულის, შუასოფლის, დიდაჭარის, საციხურის, აგარას, ღორჯომის, მეკეიძეების, ლაბეიძეების, ღორჯომი-გორგაძეების, ტუნაძეების, ფუშრუკაულის, სევე კვარიასა და ხულო-განახლების მიმართულებით გზები იწმინდება. ამ დროისათვის თოვლის საფარი 70-100 სანტიმეტრამდე აღწევს. გზების გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ამ დროისთვის ხულოს სოფლებში 8 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.