სერგო ფარაჯანოვის 96 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტრადიციული საკონკურსო გამოფენა გაიხსნება

15 იანვარს, 18:00 საათზე, კავკასიურ სახლში,  სერგო ფარაჯანოვის 96 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტრადიციული საკონკურსო გამოფენა გაიხსნება.
„ქართველ სომეხთა კავშირის“  ინფორმაციით,  საღამო  საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოში სომხეთის საელჩოს და სერგო ფარაჯანოვის სახელობის, ასევე თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით გაიმართება.
საღამოზე შედგება გამოცხადებული კონკურსის მონაწილეთა გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია, ასევე თბილისის თუმანიანის სახელობის თოჯინების თეატრის, წარმოდგენა “ფარაჯანოვი” დასწრება თავისუფალია.

მის.: გ. ტაბიძის ქ. #20.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები