„მინდოდა თქმა“ – გამოფენა-პერფორმანსი გაიმართება

13 იანვარს, 19:00 საათზე, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში, ლელა ჭინჭარაულისა და მარიამ ფრიდონიშვილის ერთობლივი გამოფენა-პერფორმანსი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პერფორმანსში მონაწილეობენ ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სასწავლებლის თეატრალური განხრის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები, რომლებიც წარმოაჩენენ მარიამ ფრიდონიშვილის დიზაინით შექმნილ ქუდებს – ანაპანა.
ლელა ჭინჭარაულის პერფორმანსი აგებულია ფიზიკური თეატრის ელემენტებზე და გამოყენებულია ნესტან ბაგრატიონ-დავითაშვილის მუსიკა.
ვიდეოინსტალაციაზე იმუშავა DG ჯგუფმა.
ფოტოს ავტორი: დავით ჭალიძე.
გამოფენაზე წარმოდგენილია მარიამის-კომპოზიცური და ლელას-აბსტრაქტული ტილოები.
გამოფენა  17 იანვრამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები